მომსახურეობის უფრო გამარტივებისთვის და მომხმარებლებისთვის უფრო მეტი კომფორტის შექმნის მიზნით, PayBox.ge-მ ანდროიდის სისტემებისთვის სპეციალური აპლიკაცია წარმოადგინა. ამ აპლიკაციით შესაძლებელია NOVA-ს ქსელში ჩართული 150-მდე პროდუქტის გადახდა.
როგორც კომპანიაში განმარტავენ, თუ მომხმარებელს აქვს ანგარიში www.paybox.ge-ზე, მაშინ Google Play-დან PayBox აპლიკაცია უნდა გადმოტვირთოს. შემდგომ უნდა მობილურის ნომერის შეყვანა, რომელიც მომხმარებელს www.paybox.ge-ს პირად მონაცემებში, აქვს დაფიქსირებული და ამის შემდგომ სისტემაში მიღებული SMS-ს კოდის შეყვანა უნდა მოხდეს.
„გადაამოწმეთ, ნამდვილად თქვენ გეკუთვნით თუ არა ეკრანზე გამოტანილი მომხმარებლის სახელი და შეიყვანეთ პაროლი შეიყვანეთ SMS-ით მიღებული PIN კოდი და ისარგებლეთ აპლიკაციით (აპლიკაციის მომდევნო გამოყენებისას, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ მხოლოდ ბოლოს მიღებული PIN კოდი)"_ აცხადებენ NOVA TECHNOLOGY-ში.
www.paybox.ge-ზე ანგარიშის შექმნის ინსტრუქცია კი ასეთია:
გადმოტვირთეთ PayBox აპლიკაცია Google Play-დან
შეიყვანეთ თქვენი მობილურის ნომერი და მიღებული SMS კოდი
შეავსეთ სასურველი ველები და დააჭირეთ „რეგისტრაციას"
გადაამოწმეთ, ნამდვილად თქვენ გეკუთვნით თუ არა ეკრანზე გამოტანილი მომხმარებლის სახელი და შეიყვანეთ პაროლი
შეიყვანეთ SMS-ით მიღებული PIN კოდი და ისარგებლეთ აპლიკაციით (აპლიკაციის მომდევნო გამოყენებისას, სისტემაში შესასვლელად დაგჭირდებათ მხოლოდ ბოლოს მიღებული PIN კოდი)
დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით NOVA TECHNOLOGY-ს ცხელ ხაზზე: 220 3000
მასალის გამოყენების პირობები