16 წლის გარდაცვლილი პატიმრის გოგა ძველაიას ოჯახი სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის სოზარ სუბარის სენაკში ჩასვლას მოითხოვს.
გარდაცვლილი პატიმრის ოჯახის წევრების განცხადებით, სოზარ სუბარმა მომხდართან დაკავშირებით ინფორმაცია ნაადრევად გააკეთა. ოჯახი საქმეში სახალხო დამცველისა და პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის ჩართვას მოითხოვს.
,,ჩემი შვილი არის მოკლული, ამიტომ სოზარ სუბარს ვთხოვ ჩამოვიდეს სენაკში მოიყვანოს თავისი ექსპერტი. თუ მას არ გააჩნია ეს თანხა მაშინ ამ ხარს მე ავანაზღაურებ. სანამ სოზარ სუბარი სენაკში არ ჩამოვა ჩემი შვილი არ დაიკრძალება", - განაცხადა ჟურნალისტებთან გარდაცვლილი პატიმრის მამამ დავით ძველაიამ.
ამ ეტაპზე 16 წლის პატიმრის გარდაცვალებას სასჯელაღსრულების სამინისტრო თვითმკვლელობას უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ ქუთაისის მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გუშინ გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი საპატიმროში ორი დღის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა სასჯელს უკვე მეორედ იხდიდა. პრეზიდენტმა ის მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.