2013 წლის 7ოქტომბერს ს.გ.პ. ვალე"-ს ტერიტორიაზე თურქეთის მხრიდან ირანის სამი სხვადასხვა მოქალაქე შემოვიდა, რომელთა ბარგისა და ხელბარგის დათვალიერების შედეგად აღმოჩენილი იქნა ფსიქოტროპული პრეპარატები. მოქალაქე ბ.ზ.-ს 10 აბი დიფენოქსილატი და 16 აბი ალპრაზოლამი, ხოლო მოქალაქე გ.ა.-ს 10 აბი ზოლპიდემი აღმოაჩნდა. ასევე, ირანის ისლამური რესპუბლიკის მოქალაქე ვ.მ. მალულად ფსიქოტროპული პრეპარატის - 11 აბი ქლორდიაზეპოქსიდის შემოტანას ცდილობდა.
საქმე შემდგომი რეაგირებისთვის გადაეცა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის სამცხე-ჯავახეთის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო განყოფილებას.
მასალის გამოყენების პირობები