შს სამინისტრო გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართების გაბმის საკითხს ეხმაურება და აცხადებს, რომ სოფელ აძვში მავთულხლართებს გაბმის საკითხი ჯერ კიდევ 16 სექტემბერს ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე განხილვის თემა იყო.
„გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვში რუსი ოკუპანტების მიერ მავთულხლართებს გაბმის პროცესზე შსს-ს სამინისტროს საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის წარმომადგენლებმა საკითხი 16 სექტემბერს, ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის რიგით 37-ე შეხვედრაზე დააყენეს", _ აცხადებენ შს სამინისტროს პრესსამსახურში.
შსს-ში ასევე აღნიშნავს, რომ მავთულხლართების გაბმის პროცესი დღეს არ განახლებულა.