რუსეთში, ვოლგოგრადის ოლქში ქართველი ნარკოდილერი დააკავეს. 47 წლის არაერთგზის ნასამართლევი მამაკაცი სამართალდამცავებმა მაშინ აიყვანეს, როდესაც ის ერთ-ერთ ადგილობრივ კაფეში მეტადონის გაყიდვას ცდილობდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
დაკავებულის ვინაობა არ სახლდება. ნარკოტიკი ამოღებულია. ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.