საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე, საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევის ფაქტზე, მოქალაქეები ლევან ტარიელაძე და ირაკლი გივრაძე დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა, სომხეთის რესპუბლიკიდან საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო გამშვები პუნქტი ,,სადახლოს" გევრდის ავლით, საბაჟო კონტროლის წესების დარღვევით, მანქანაში მოწყობილი სამალავის მეშვეობით, აქციზური მარკის სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული 9 526 ლარის ღირებულების, სხვადასხვა დასახელების სიგარეტი შემოიტანეს.
მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილით, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 8 დან 11 წლამდე.