ლიტვის სეიმის წარმომადგენლები ციხეში ვანო მერაბიშვილთან იმყოფებიან. ე.წ. მატროსოვის ციხეში დელეგაციის წარმომადგენლები დაახლოებით ნახევარი საათის წინ შევიდნენ. სეიმის წარმომადგენლებმა ციხეში შესვლამდე ჟურნალისტებთან მცირე კომენტარი გააკეთეს. უფრო ვრცლად კი ისინი საპყრობილის დატოვების შემდეგ ისაუბრებენ.
„ჩვენ უნდა მოვინახულოთ ბატონი ვანო მერაბიშვილი რათა დავრწმუნდეთ, რომ ყველაფერი ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს. უფრო ვრცელი კომენტარის გაკეთებას შეხვედრის დასრულების შემდეგ შევძლებთ", _ განაცხადა ლიტვის სეიმის წარმომადგენელმა მანთას ადომენასმა.