ქუთაისის მეორე საპყრობილეში არასრულწლოვანი პატიმარი გარდაიცვალა. ქურდობის ბრალდებით დაკავებული 16 წლის სენაკელი საპატიმროში ორი დღის წინ შეიყვანეს. ახალგაზრდა სასჯელს უკვე მეორედ იხდიდა. პრეზიდენტმა ის მარიამობის დღესასწაულზე შეიწყალა.
სასჯელაღსრულების მინისტრის თქმით, პატიმარმა წინასწარი ინფორმაციით თავი ჩამოიხრჩო. სოზარ სუბარი ამბობს, რომ მსჯავრდებული რამდენიმე დღეში გირაოთი უნდა გათავისუფლებულიყო. გარდაცვლილი გაასვენებულია პროზექტურაში.
„ერთი წლის განმავლობაში პირველად მოხდა არასრულწლოვანის გარდაცვალება, 16 წლის ახალგაზრდა ბიჭი, წინასწარი ინფორმაციით, ეს არის სუიციდი, თანაც პრაქტიკულად 24 საათიც არ იყო გასული მისი შემოყვანიდან, იყო ახალი დაკავებული. მისთვის ეს მეორე პარიმროა იყო", _ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების მინისტრი.