ე.წ. ციხის ბუნტის საქმეზე პროკურორი უკვე მესამედ შეიცვალა, რის გამოც აღნიშულ საქმეზე დასკვნით სიტყვას პროკურორი ლევან ადეიშვილი იტყვის.
ია დარჯანიამ კი დღევანდელ სასამართლოზე პროცესზე საკუთარი აცილების შუამდგომლობა დააყენა და აღნიშნა, რომ გარკვეული გარემოებებიდან გამომდინარე, დამოუკიდებელი გადაწყვეტილების ვერ იღებს.
პროკურორ დარჯანიას განმარტებით, თავდაცვის ყოფილი მინისტრის მეუღლის ანი ნადარეიშვილის მსგავსად ისიც აფხაზეთიდანაა, მათ ჰყავთ საერთო მეგობრები, რომლებიც მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენენ.
,,მე ვარ აფხაზეთიდან, ასევე აფხაზეთიდან არის ბაჩო ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი. ჩვენ გვყავს საერთო სამეგობრო წრე და სანაცნობო წრის მეშვეობით ჩემზე ფსიქოლოგიური ზეწოლა ხდება. ზოგი მლანძღვას, ზოგი მაქებს და ეს ხდება როგორც პირადად, ასევე სოციალური ქსელის საშუალებით. გარდა ამის აქ წარმოდგენილია დაცვის მხარე გოგა ონიანის არის ჩემი კოლეგა, რომელიც მიმაჩნია, რომ არის ჩემი მეგობარი, რასაც პროცესის მიმდინარეობისას ხელი არ შეუძლია, მაგრამ ეს ჩემთვის მაინც აღმოჩნდა ფსიქოლოგიური მომენტი", -განაცხადა სასამართლო პროცესზე ია დარჯანიამ.