შინაგან საქმეთა სამინისტროს გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს მე-7 განყოფილების თანამშრომლებმა გუშინ თემქის დასახლებაში კახა კალაშოვის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ კახა კალაშოვს თემქის დასახლებაში სიტყვიერი შელაპარაკება მოუხდა რამდენიმე პირთან, რაც ფიზიკურ კონფლიქტში გადაიზარდა. აღნიშნულ ფაქტზე ადგილზე საპატრულო პოლიცია და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლები გამოცხადდნენ.
საქმესთან დაკავშირებით უკვე დაკითხულია კახა კალაშოვი. დადგენილია ინციდენტში მონაწილე სამი პირი, რომლებიც ასევე დაიკითხნენ.
გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ს 120-ე მუხლით).