თბილისში, ფალიაშვილის 43-ში მდებარე რობერ შუმანის სახელობის ქართულ-ფრანგულ კოლეჯში ევაკუაცია გამოცხადდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შემთხვევის ადგილიდან აცნობეს, ევაკუაციის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტოს 112-ის სამსახურში შესული ანონიმური შეტყობინება გახდა, რომელიც აღნიშნულ სკოლაში ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობას იუწყებოდა.
ამ დროისთვის სკოლის შენობა სრულად დაცლილია და მოსწავლეები და მომსახურე პერსონალი გეგეშიძის ბაღშია მობილიზებული.
ადგილზე სამართალდამცველები და კინოლოგები მუშაობენ.