ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილისა და ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის საქმის არსებითი განხილვა იწყება. როგორც ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში ვანო მერაბიშვილის ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა განაცხადა პროცესზე დაცვის და ბრალდების მხარები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
,,პროცესზე პროკურატურა წარმოთქვამს შესავალ სიტყვას, იქნება ჩვენი შესავალი სიტყვაც. აქედან გამომდინარე თუ წარმოიქმნა რაიმე კითხვა შუამდგომლობის დაყენების თაობაზე დავაყენებთ", _განაცხადა ჩივიაშვილმა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში.
ჩივიაშვილის განცხადებით უახლოეს დღეებში ისისნი სტრასბურგის სასამართლოსაც მიმართავენ სარჩელით ,,ქუთაისის სასამართლოს არაუფლებამოსილი მოსამართლის წინააღმდეგ".
შეგახსენებთ, რომ დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა ვანო მერაბიშვილსა და ზურაბ ჭიაბერაშვილს, 2012 წლის საპარლამეტო არჩევნების წინ, დასაქმების პროგრამის ფარგლებში ამომრჩევლების მოსყიდვაში ადანაშაულებს.