რესპოდენტის შესახებ
-რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი თითქოს დაიწყო. ორივე მხარემ ამისათვის მზადყოფნა გამოხატა... კარასინი და აბაშიძე პერიოდულად ხვდებიან ერთმანეთს. ამის პარალელურად რუსეთი საქართველოს ოკუპაციას აგრძელებს... ფიქრობთ თუ არა რომ მოსკოვის მზადყოფნა დაიწყოს დიალოგი საქართველოსთან მოჩვენებითია და რეალურად არაფერი შეცვლილა?
-არ ვიცი რა ხდება ცხინვალში და რას ლაპარაკობენ კარასინი და აბაშიძე ერთმანეთში, მაგრამ მიმაჩნია, რომ რეალურად. რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობებში არც არაფერი შეცვლილა. არ შეიცვლილა არაფერი იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ან რა უნდა შეცვლილიყო?! რუსეთს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის აღიარებისგან უკან დახევა არ შეუძლია, ეს სახელმწიფოებრივი პრესტიჟის საქმეა, თავის მხრივ არც საქართველოს შუძლია უკან დახევა აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის არაღიარებისგან - ესეც სახელმწიფო პრესტიჟის საქმეა.
-ამ ცვლილებად ეკონომიკური საკითხები და რუსეთის ბაზარი სახელდება ...
-რეალურ ეკონომიკურ ურთიერთობებზე მოარული ხმები, როგორც გაირკვა - ძალიან გაზვიადებულია. იმის გამო, რომ „ბორჯომის" შემოტანა დაიწყეს მოსკოვში საქართველოს ეკონომიკას აღმაფრენა სულაც არ განუცდია, გნებავთ ერთბაშად ან გნებავთ ათობით პროცენტით.
როგორც ირკვევა, ეკონომიკური ურთიერთობა ჩვენს ქვეყნებს შორის დიდი სულაც არ არის და ჩემი აზრით, ამ წლების განმავლობაში, საქართველომ როგორღაც, ასე თუ ისე რუსული ბაზრის გარეშე ყოფნა ისწავლა. ასე რომ, მე უბრალოდ დაახლოებისათვის საბაბსაც კი ვერ ვხედავ.
სტრატეგიული კურსი საქართველოს ნატოში გაწევრიანების შესახებ შეუძლებელია შეიცვალოს, რუსეთს ეს რა თქმა უნდა კატეგორიულად არ აწყობს. ასე რომ, მოსკოვში შესაძლებელია კიკაბიძის ან კიდევ ვინმეს კონცერტი ჩატარდეს, მაგრამ ეს არაფერს არ შეცვლის. მოკლედ, მე ვერ ვხედავ საბაბს ჩვენი ურთიერთობების კარდინალური შეცვლისა.
ხოლო რაც შეეხება იდეას, რომ რუსეთის აპირებს ხელში ჩაიგდოს საქართველოს ტერიტორიის ახალი ნაწილები - ეს სრული სისულელეა, არავითარი ომი რუსეთის გეგმებში არ შედის. მოკლედ შენარჩუნებულია სტატუს-კვო.
-არც მაინც და მაინც... ოკუპაცია გრძელდება... არის მოსაზრება, რომ მოსკოვის ზეწოლის გააქტიურება ვილნიუსის სამიტთან არის დაკავშირებული. რეალურად, მართლა ეშინია თუ არა რუსეთს საქართველოს მიერ ევროკავშირისა და დასავლეთისკენ მორიგი ნაბიჯების გადადგმის?
-მე არ ვიცი, კიდევ რა ნაბიჯები უნდა გადადგას საქართველომ ევროკავშირთან და დასავლეთთან დასაახლოებლად. რამდენადაც მე ვიცი, საქართველომ ყველა დოკუმენტი წარადგინა რომლებიც ნატოს წევრობისათვის არის საჭირო. მართალია ეს საკითხი ამჟამად გაყინულია, ვინაიდან ნატოში არ იღებენ ქვეყნებს რომლებსაც ტერიტორიული დავები აქვთ სხვა სახელმწიფოებთან. მაგრამ პრაქტიკულად მთელი ეს სამუშაო მიდის, ამიტომაც მე კარგად არ მესმის თუ კიდევ რა ნაბიჯი უნდა გადადგას საქართველომ დასავლეთან დასახლოებლად. მან ყველაფერი გააკეთა უკვე
-გინდათ თქვათ, რომ მოსკოვს ამის არ ეშინია?
-რისი უნდა ეშინოდეს რუსეთს?! მოსკოვისათვის საქართველო უკვე კარგა ხსნის წინ მოჭრილი ნაწილია. როდესაც ივანიშვილი მოვიდა ხელისუფლების სათავეში, ერთი წლის წინ მოსკოვში შესაძლოა ვინმეს ჰქონდა კიდეც ილუზია იმასთან დაკავშირებით, რომ ივანიშვილი, რომელსაც მაინც აქვს უზარმაზარი ბიზნესკავშირები რუსეთში შემოატრიალებს საქართველოს და კვლავ დსთ-ში დააბრუნებს, უარს იტყვის დასავლეთთან დაახლოებაზე, უკან გამოითხოვს ნატოს წევრობის განაცხადს და ა.შ. ხოლო ვინაიდან და რადგანაც ეს არაფერი მომხდარა და რეალური ცვლილება საქართველოს საგარეო პოლიტიკას არ განუცდია, მგონი მოსკოვმა უკვე ხელი ჩაიქნია, იმიტომ მას არაფრის შეცვლა არ შეუძლია.
-საქართველოში ბევრი მიიჩნევს, რომ იმ შემთხვევაში თუ ის რუსეთის მოთხოვნებს დაკმაყოფილებს ეს მხოლოდ სასიკეთო ცვლილება იქნება ჩვენთვის. თქვენ, როგორც რუსი ექსპერტი და ანალიტიკოსი, როგორ ფიქრობთ, სანაცვლოდ, რაზეა წამსვლელი ამის გამო მოსკოვი?
-მიმაჩნია, რომ ეს არარეალურია, უტოპუირი აზრია. მაგრამ თუ დავუშვებთ და გავაანალიზებთ აქ ორი რამე იჩენს თავს: პირველი: მთელი ქართული ელიტა, პოლიტიკურიც და ბიზნეც-ელიტაც უკვე დიდი ხანია ფსიქოლოგიურადაც და ცხოვრებისეულადაც დაკავშირებულია დასავლეთთან და მათთვის უარის თქმა იდეაზე ნატოში გაწევრიანების შესახებ და დსთ-ში დაბრუნება ეს იმის ტოლფასი იქნება, რომ ხაზი გადაუსვან ყველა თავის გეგმას - ეს პირველი. მეორე - როგორ უნდა თქვას მოსკოვმა უარი აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით?! ეს ძალიან რთულია და ვიმეორებ, ეს სახელმწიფო პრესტიჟის საქმეა.
დიახ, შესაძლოა დაიწყოს რაღაც საუბრები კონფედერაციულ მოწყობაზე, რომელშიც იქნებოდა გაერთიანებული საქართველო, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი, მაგრამ, მაპატით, მოსკოვის გარდა არსებობს თავად აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი. ეს უკანასკნელი კიდევ დავუშვათ კარგი, პატარა წარმონაქმნია, რომელიც 100 % დამოკიდებულია მოსკოვზე და თუ ხვალ მოსკოვი მათ ფულს არ მისცემთ ისინი, უბრალოდ დაიხოცებიან შიმშილით. ამიტომაც ისინი 100% ემორჩილებიან მოსკოვს, მათ სხვა გზა არ აქვთ. ისიც, ალბათ იქნება რაღაც მღელვარებები, პარტიზანული ჯგუფების შექმნა, მაგრამ კარგით, დავუშვათ ამას მოსკოვი მოუვლის, მაგრამ, აბა სცადეთ და მოელაპარაკეთ ამაზე აფხაზეთს! არასოდეს აფხაზეთი თანხმობას არ განაცხადებს საქართველოსთან გაწევრიანებაზე . მათ ხელში ჩაიგდეს ტერიტორია, სახლები, როგორ უნდა დააბრუნონ მათ ეს ყველაფერი?! ქართველი დევნილების დაბრუნება ომის ტოლფასი იქნება! აფხაზეთი ამაზე არასოდეს არ წავა და მოსკოვმა რომ მათზე ამ მიმართულებით ზეწოლა დაიწყოს ისინი ზუსტად ისევე წავლენ მოსკოვის წინააღმდეგ, როგორ ეს თავის დროზე საქართველოს წინააღმდეგ გააკეთეს.
ამიტომაც მე მიმაჩნია, რომ ბრიყვულია იფიქრო, რომ საკმარისია მოსკოვმა დარეკოს სოხუმში და თქვას: ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ თქვენ საქართველოსთან უნდა გაერთიანდეთ, კეთილი ინებეთ შეასრულეთ. სოხუმის პასუხი იქნება: ჩვენ კი გადავწყვიტეთ, ჯანდაბამდეც გზა გქონიათ თქვენი რჩევებით, აი რა გადავწვიტეთ ჩვენ... ყველაფერი დაახლოებით ასე იქნება.
-თუმცა საქართველოს მიერ რიტორიკის შეცვლას, მრავალი მისი პოლიტიკური კურსის ცვლილებით ხსნის. მე მაინტერესებს ექსპერტის ხედვა მოსკოვიდან? რაიმე მსგავსს ხედავთ?
-ამაზე მე მოსკოვიდან საუბარი გამიჭირდება... რიტორიკა კი, ნამდვილად შეიცვალა თბილისშიც და მოსკოვშიც. მეტიც, კი არ შეცვლილა, ის საერთოდ გაქრა. საქართველო უკვე აღარ არის მთავარი მტერი, ახლა ჩვენ სხვა მთავარი მტრები გვყავს. არვიცი რა ხდება საქართველოში ამ მიმართულებით, შეიცვალა თუ არა იქ მთავარი მტერი, მაგრამ საქმე იმაშია, რომ რიტორიკა რიტორიკაა და მოქმედება - მოქმედება.
მე ვერ ვხედავ საქართველოს მხრიდან რაიმე ისეთი სახის პოლიტიკურ ქმედებებს, რომლებიც საჭიროა იმისათვის, რომ მოსკოვის მოკავშირე გახდეს. ამისათვის კი საჭიროა სულ მცირე ორი პოლიტიკირი მოქმედება: პირველი მოქმედება - ნატოს წევრობის განაცხადის უკან გამოწვევა და მეორე მოქმედება - რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და დსთ-ს წევრობის სურვილი.
ამ ორი პოლიტიკური მოქმედების არსებობის შემთხვევაში საქართველოს აქვს შანსი გახდეს მოსკოვის მოკავშირე, უბრალოდ რომ ვთქვათ რა არის მოკავშირეობა - ეს არის ფულის მიღება, ამა თუ იმ ფორმით.
რუსეთის ახლანდელი მდგომარეობის გათვალისწინებით კი, როდესაც რუსეთში მცირდება სახელმწიფო ბიუჯეტი, როდესაც საუბრობენ იმაზე, რომ ხალხი უნდა დათხოვნილ იქნეს სამსახურებიდან ვინადან ძალიან ბევრი ადამიანი იღებს ხელფასს ისე, რომ არაფერს აკეთებს ამ სიტუაციაში მოსკოვს რომ შეეძლოს სერიოზული ეკონომიკური დახმარების გაწევა არა თუ საქართველოსთვის არამედ თავისი უახლოესი მოკავშირეებისაც კი კარგი იქნებოდა.
მოსკოვს ახლა სულაც არ აქვს ის მდგომარეობა რაც 2008 წელს ჰქონდა, როდესაც იმდენი ფული იყო, რომ არ იცოდნენ სად წაეღოთ.
არ მიმაჩნია, რომ დღეს მოსკოვი ძალიან ეხმარება სამხრეთ ოსეთსაც კი . დრო არეულობის, როდესაც სამხრეთ ოსეთის მიმართულებით ისროდნენ ასეულობით მილიონს დასრულდა. მოსკოვში ფული არ არის.
ასე რომ, მე მართლა არ მესმის თუ რის გამო უნდა გადაახტეს საქართველოს თავის თავს, გადატეხოს თავისი თავი, უარი თქვას პოლიტიკაზე, რომელიც არსებობდა ჯერ კიდევ დიდი ხნით ადრე სააკაშვილამდე . დასავლეთთან დაახლოების პოლიტიკა ხომ უცვლელი პოლიტიკაა.
საქართველოში იყო სამოქალაქო ომები, იყვნენ ბანდიტები, იყვნენ იოსელიანი, კიტოვანი , შევარდნაძე, იყო გამსახურდია - ისინი ყველა ერთმანეთს ვერ იტანდნენ და ჭამდნენ, მერე მოვიდა სააკაშვილი, რომელიც ვერ იტანდა შევარდნაძეს, მერე მოვიდა ივანიშვილი რომელიც ვერ იტანს სააკაშვილს , მაგრამ დასავლური ვექტორი ამის გამო სრულებით არ შეცვლილა. გამსახურდია, შევარდნაძე, სააკაშვილი, ივანიშვილი - ისინი იცვლებიან - პროსასავლური ვერქტორი კი რჩება.
-ანუ ხილულ მომავალში სიუტუაცია უცვლელი იქნება...
-მე განსაკუთრებულ პრობლემებსაც ვერ ვხედავ რუსეთსა და საქართველოს შორის, სამხედრო აგრესია აბსოლუტურად გამორიცხულია, ურთიერთლანძღვა? -დიდი ამბავი! ლანძღვა, თუმცა ისიც აღარ არის ამ ბოლო დროს.
რუსეთი და საქართველო რაღაც წონასწორობის წერტილში მივიდნენ და თითოეული მათგანი თავისი ორბიტის ირგვლივ ბრუნავს.
მოსკოვს ახლა არავისი დახმარება არ შეუძლია და თუ დახმარება არ შეუძლია რად უნდა საქართველოს მასთან დაბრუნება. მიზეზსაც ვერ ვხედავ რატომ უნდა შეიცვალოს რუსეთისა და საქართველოს ურთიერთობები ხილულ მომავალში.
"ჯი-ეიჩ-ენი" ეკატერინე მომცელიძე