პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამჟამად მიმდინარეობს პრეზიდენტის იმ განკარგულებების გაცემა, რომლებიც პირობით მსჯავრდადებულ და ნასამართლობის მქონე პირთა შეწყალებას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციას მსგავსი თხოვნით 18 ათასამდე ადამიანმა მიმართა.
განკარგულება შეწყალების თაობაზე ამ ეტაპზე სამი ათასამდე პირმა გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ პირველ ოქტომბერს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა 18 000-მდე პირს პირობითი მსჯავრი მოუხსნა.