„თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის ავტორის სამარ ჩოკუტაევის გვერდები სოციალურ ქსელებში, რომელთა დათვალიერება ჯერ კიდევ გუშინ ყველასათვის იყო ხელმისაწვდომი - გაუქმებულია. ასევე წაშლილია მისი ყველა ფოტოსურათი.
„მომხმარებლის გვერდი გაუქმებულია. ინფორმაცია მიუწვდომელი" - აწერია ჩოკუტაევის სახელზე რეგისტრირებულ ყველა გვერდს სხვა და სხვა სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს შს სამინისტროს ინფორმაციით, "თალიბანის" სახელით გავრცელებული ვიდეორგოლის ავტორი ყირგიზეთის მოქალაქე სამარ ჩოკუტაევია, რომელიც ამჟამად საქართველოს არაკონტროლირებად ტერიტორიაზე აფხაზეთში იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები