რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჩრდილოეთ ოსეთის მიმართულებით, ადგილობრივ პოლიციელებთან, მესაზღვრეებთან და მებაჟეებთან ერთად, დანაშულებრივი ჯგუფის საქმიანობა აღკვეთეს, რომელსაც საქართველოდან რუსეთის ტერიტორიაზე ცეცხლსასროლი იარაღი გადაჰქონდა. ინფორმაციას ამის შესახებ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურის ჩრდილოეთ ოსეთის განყოფილება ავრცელებს.
„მრავალეტაპური ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად მიღებულ იქნა ინფორმაცია შეიარაღების მიწოდებაზე, ასევე იმ პირებზე, რომლებიც აღნიშნულ მართლსაწინააღმდეგო ქმედებაში იყვნენ ჩაბმულნი.
ბოროტმოქმედები იარაღს საქართველოში იძენდნენ და შემდეგ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე სამხრეტ ოსეთის ტერიტორიის გავლით აგზავნიდნენ", _ ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
მატივე ინფორმაციით, დაჯგუფების წევრებს იარაღის გადაზიდვის საკმაოდ ეშმაკური სქემა ჰქონდათ მოფიქრებული: ისინი ქირაობდდნენ ტაქსებს, რომელებიც საქართველოსა და რუსეთს შორის დადიან და რა თქმა უნდა სოლიდური ანაზღაურების საფასურად ამანათის საზღვარზე გადატანას სთხოვდნენ. ხოლო იმის შესახებ თუ რა იდო ამანათში ტაქსის მძღოლებს წარმოდგენაც არ ჰქონდათ.
თავადა ბოროტმოქმედები საზღვარს უპრობლემოდ კვეთდდნენ და ტაქსისტს უკვე რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე ხვდებოდნენ.
ბოროტმოქმედების დაკავების სპეცოპერაცია, „ქვემოზ არამაგის" საკონტროლო-გამშვებ პუნქტზე განხორციელდა. ამანათის „მიმღები" ამჯერზე ე.წ. სამხრეთ ოსეთის მოქალაქე აღომოჩნდა, რომელიც 32 წლისაა და ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრია.
ამჯამად მიმდინარეობს გამოძიება იმისა თუ სად იძენდნენ ბოროტმოქმედები იარაღს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ იარაღი რომელსაც დამნაშავეები ეზიდებოდნენ ჩრდილოეთ კავკასიის იატაკქვეშეთისთვის იყო განკუთვნილი.