თბილისის სააპელაციო სასამართლოში არსებით განხილვის დაწყებამდე გია გვიჩიანისა და ნიკა ჩემიას საქმეზე მოსამზადებელი პროცესი გაიმართება. როგორც გია გვიჩიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში განაცხადა დაცვის მხარე პროცესზე რამდენიმე შუამდგომლობას დააყენებს.
,,ჩვენ ბევრი შუამდგომლობა გვაქვს. კერძოდ დავაყენებთ შუამდგომლობას რამდენიმე მოწმის დაკითხვის შესახებ, ექსპერტიზის დართვის თაობაზე და ა.შ. მოკლედ ჩვენი შუამდგომლობები ძალიან მრავალფეროვანია", _განაცხადა ,,ჯი-ეიჩ-ენთან" საუბარში " გია გვიჩიანის ადვოკატმა ირმა ჭკადუამ.
ირმა ჭკადუამ იმედი გამოთქვა, რომ მოსამართლე მათ შუამდგომლობას დააკმაყოფილებს.
გვაქვს იმედი, რომ მოსამართლე ჩვენს შუამდგომლობას დააკმაყოფილებს, რადგან წინა პროცესზე სასამართლო უფრო ადეკვატური იყო ვიდრე პროკურატურა", _განაცხადა ირმა ჭკადუამ
პროცესი 12:00 საათზეა ჩანიშნული.
შეგახსენებთ, რომ "თელასის" მენეჯერი ნიკა ლომინაძე 2002 წელს, საკუთარ სახლში მოკლეს. 2006 წელს კი საქმე გახსნილად გამოცხადდა და მასზე პასუხისმგებლობა ნოდარ გვიჩიანს, გიორგი გვიჩიანს, ნიკა ჩემიას, ავთანდილ ხერკელაძეს, გიორგი პაპაჩაშვილს დაეკისრათ. აქედან გია გვიჩიანსა და ნიკა ჩემიას უვადო პატიმრობა მიესაჯათ.