რაფალიანცის საქმე არის მართლაც მძიმე თემა, - განაცხადა შს მინისტრმა ირაკლი ღაიბაშვილმა ინგა გრიგოლიას თოქ-შოუში "დიდი პოლიტიკა".
"რაფალიანცის საქმე არის მართლაც მძიმე თემა... ადრე ვთქვი და შემიძლია გავიმეორო, რომ სამწუხაროდ ეს საქმე უნდა ყოფილიყო გამოძიებული ჯერ კიდევ წინა მთავრობის დროს, ვინაიდან შეგხსენებთ, რომ ეს შემთხვევა მოხდა 30 სექტემბერს თუ არ ვცდები, ხოლო მე დავინიშნე 25 ოქტომბერს. გამოძებისთვის, მით უმეტეს ცხელ კვალზე გამოძიებისთვის წინა ხელისუფლებას ქონდა 25 დღე. სამწუხაროდ არაფერი იქნა გაკეთებული, აბსოლუტურად არაფერი", - განაცხადა ღარიბაშილმა.
ინგა გრიგოლიას კითხვაზე, ადასტურებს თუ არა ინფორმაციას, რომ კვალი ოჯახის წევრებისკენ მიდის, მინისტრმა განაცხადა, რომ გამოძიება მიმდინარეობს და "რაფალიანცის საქმე არის მართლაც მძიმე თემა"