უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე კოტე კუბლაშვილი საქართველოს ორგანულ კანონში ,,საერთო სასამართლოების შესახებ" ცვლილებების ეხმიენება, რომლიც მოსამართლეთა უვადო დანიშვნას და უვადოდ დანიშვნამდე სამწლიან გამოსაცდელ ვადას ეხება. კუბლაშვილი პარლამენტს მოუწოდებს დროებით შეაჩეროს კანონპროექტის განხილვა.
,,ჩვენ ვფიქრობთ, რომ ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე რომელიც წარმოადგენს სასამართლო სისტემის ერთ-ერთ უმთავრეს კონსტიტუციურ გარანტიას მოსამართლეების უვადოდ დანიშვნას ნამდვილად სწორი და მიზანშეწონილი არ იქნება თუ ასე სწრაფად თუნდაც კონსტიტუციით მოთხოვნილ უმცირეს ვადებში განვიხილოთ და მივიღოთ ეს პროექტი. ჩვენ არ გვქონია დრო ამ საკითხის დეტალურად განსახილველად, ჩვენ ვიმსჯელეთ მხოლოდ პრინციპებზე და არა იმ კონკრეტულ ნორმებზე, რომელიც კანონშია მითითებული. ამიტომ მინდა პარლამენტს შევთავაზო წინადადება, რომლის მიხედვით ისინი დროებით შეაჩერებენ კანონის მიღების პროცესს. სამაგიეროდ სასამართლო ხელისუფლება აცნობებს ყველას, მათ შორის პარლამენტსაც, რომ სულ მცირე აპრილამდე აღარ მოხდება ახალი მოსამართლეების დანიშვნა", _განაცხადა კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა კანონპროექტი პირველი მოსმენით უკვე განიხილა.