შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბათუმის პორტის მე-8 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ჰონკონგის დროშით მცურავი გემი "GENCO VIGOUR"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, ჩინეთის მოქალაქის, მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით . საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, ჩინეთის მოქალაქეს, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 21 ლარის და 80 თეთრის ოდენობით, რომელიც მის მიერ იქნა უზრუნველყოფილი. გემს თავისუფალი ნაოსნობის უფლება მიეცა.