შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბათუმის პორტის გარე რეიდზე, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, კომბოჯის დროშით მცურავი მშრალტვირთმზიდი გემი "ERNA" დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტანს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს,საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილის შესაბამისად, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 000 (სამოცდახუთი ათასი) ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 3 300 (სამიათას სამასი) ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები