შსს საქართველოს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის ოპერაციების მართვის მთავარი სამმართველოს I სამმართველოს (ფოთი) კანონაღსრულებისა და საზღვაო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა, ანაკლიის საზღვაო რაიონში, სასაზღვრო რეჟიმის (ზომამცირე გემით ცურვის წესების) დარღვევის ფაქტზე დააჯარიმეს საქართველოს მოქალაქე პეტრე ც. აღნიშნულ პიროვნებას საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 114 (პრიმა ორი) მუხლის VI ნაწილის შესაბამისად დაეკისრა ჯარიმა 300 ლარის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები