ყაჩაღური თავდასხმისას მკვლელობა მოხდა. ხობის რაიონის სოფელ თორსაში დამნაშავეებმა 76 წლის დავით ქარჩავა მოკლეს. მოხუცმა თავდამსხმელებს წინააღმდეგობა გაუწია და მათი მოგერიება საკუთარი თოფით სცადა, თუმცა ერთ ერთმა დამნაშავემ გასროლა დაასწრო.
დავით ქარჩავა მიღებული ჭრილობისგან გარდაიცვალა. თავდასხმის დროს ოჯახში ოჯახის სხვა წევრებიც იმყოფებოდნენ. გარდაცვლილის შვილი ყაჩაღებმა თოკით გაკოჭეს.
სახლიდან გატაცებულია 3 500 ლარი და ოქროს ბეჭედი.
პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმაში სამი დამნაშავე მონაწილეობდა. სამართალდამცველთა განმარტებით დანაშაული გახსნილია. პოლიციისათვის ცნობილია ყაჩაღების ვინაობა და ტარდება ოპერაცია მათ დასაკავებლად.
მასალის გამოყენების პირობები