თბილისის მთავარი სამმართველოს დეტექტივების სამმართველოს და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1994 წელს დაბადებული გიორგი გ. ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებული მიმდინარე წლის 3 სექტემბერს, თბილისში, ჩოლოყაშვილის ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკი"-ს ფილიალში შეიჭრა, პნევმატური იარაღის მუქარით ოპერატორს 400 დოლარი და 560 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
სამართალდამცველებმა გიორგი გ. ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 28 სექტემბერს თბილისში დააკავეს.
დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით).