გალის რაიონში საკუთარი სახლიდან 45 წლის მამაკაცი გაიტაცეს. გამტაცებლები ოჯახს უკვე დაუკავშირდნენ და შეატყობინეს, რომ ნოშრევან მიქავა მათ ჰყავდათ. როგორც ოჯახის წევრები განმარტავენ გამტაცებლებს თანხის ოდენობა ამ დროისთვის არ დაუკონკრეტებიათ.
გავრცელებული ინფორმაციით, 45 წლის ნოშრევან მიქავას გატაცება თხილის გაყიდვის შედეგად აღებულ თანხას უკავშირდება და გამტაცებლები, სავარაუდოდ, 50 000 დოლარს ითხოვენ.
შეგახსენებთ, რომ გალის რაიონში გატაცების ეს უკვე მესამე შემთხვევაა.