შსს-ს კახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1994 წელს დაბადებული სვიატოსლავ ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით, ხოლო 1989 წელს დაბადებული გიორგი ტ. დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დააკავეს.გამოძიებამ დაადგინა, რომ სვიატოსლავ ა-მ მიმდინარე წლის 24 სექტემბერს, 
ლაგოდეხის რაიონის სოფელ ჭიაურში, სიტყვიერი შეკამათების ნიადაგზე, თანასოფლელს, 1993 წელს დაბადებულ ოლეგ გუცანს ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა, რომელიც ადგილზევე გარდაიცვალა. 
სვიატოსლავ ა-მ და მისმა თანმხლებმა  გიორგი ტ-მ ცხედარი დანაშაულის დაფარვის მიზნით მდინარე ალაზანში გადააგდეს. სამართალდამცველებმა ორივე ბრალდებული ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მომხდარიდან მეორე დღეს, ლაგოდეხის რაიონში დააკავეს. დაკავებულები აღიარებენ ჩადენილ დანაშაულს.
სვიატოსლავ ა-ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას დანაშაულის იარაღი - არარეგისტრირებული ერთლულიანი სანადირო თოფი   ნივთმტკიცებად ამოიღეს. სამართალდამცველებმა  ჩატარებული საძიებო სამუშაოების შედეგად ოლეგ გუცანის  ცხედარი მდინარე ალაზანში 26 სექტემბერს იპოვეს. გარდაცვლილს ექსპერტიზა  უტარდება.
გამოძიება სვიატოსლავ ა-ს მიმართ  განზრახ მკვლელობის ფაქტზე (სსსკ-ის  108-ე მუხლით), ხოლო გიორგი ტ-ს მიმართ დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე  მიმდინარეობს (სსსკ-ის 376-ე მუხლით). გამოძიებას შსს-ს კახეთის სამხარეო 
მთავარი სამმართველო აწარმოებს.
                                
                                                                     
                                     მასალის გამოყენების პირობები