შსს სასაზღვრო პოლიციის სანაპირო დაცვის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გატარებული ღონისძიებების შედეგად, ბათუმის პორტის მე-8 ნავმისადგომთან, ზღვის დაბინძურების ფაქტზე, ჰონკონგის დროშით მცურავი გემი "GENCO VIGOUR"-ი დააკავეს.
აღნიშნული გემის კაპიტნის, ჩინეთის მოქალაქის, მიმართ დაიწყო ადმინისტრაციული საქმისწარმოება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 58-ე (პრიმა ორი) მუხლის VII ნაწილით . საქმეს სასაზღვრო პოლიციის საგამოძიებო-ოპერატიული მთავარი სამმართველო აწარმოებს.
აღნიშნული გემის კაპიტანს , ჩინეთის მოქალაქეს, ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისრა ჯარიმა 65 ათასი ლარის და გარემოზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება 21 ლარის და 80 თეთრის ოდენობით.
მასალის გამოყენების პირობები