ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ყოფილი პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი კვლავ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. როგორც ცნობილი, ,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. ყოფილი პრემიერის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვდნენ და პროცესზე პატიმრობის შეცვლის შესახებ შუამდგომლობაც დააყენეს მერაბიშვილის ადვოკატები ამტკიცებდნენ, რომ დასაქმებისა და ე.წ. კვარიათის აგარაკის საქმეებზე გამოძიება დასრულებულია და მათი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა აღარ არსებობს.
„მოსამართლე თეიმურაზ დგვარელმა ვანო მერაბიშვილი წინასწარ პატიმრობაში დატოვა, რისი საფუძველიც არ არსებობს. ამით კიდევ ერთხელ დადასტურდა ჩვენი ადვოკატების ეჭვი, რომ პროკურატურას ქუთაისის სასამართლოში საქმე "გაჩარხული" აქვს და ეს სასამართლო წმინდად პოლიტიკური პროცესია" წერს კახეთის გუბერნატორი ზურაბ ჭიაბერაშვილი „ფესიბუკის" საკუთარ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები