2 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში გოდერძი ჩოხელის დაბადების თარიღთან დაკავშირებით მისი წიგნის "ბინდისფერი ხეობიდან ცამდე" პრეზენტაცია გაიმართება.
წიგნის შედგენაზე იმუშავეს გოდერძი ჩოხელის მეგობრებმა. გამოცემის იდეა ეკუთვნის ომარ ჯაღმაიძეს. წიგნი ილუსტრირებულია მხატვარ ლევან ხარანაულის ოცდაორი ნახატით, ხოლო წინათქმად ერთვის ლევან ვასაძის ლექსი "იქნებ გუდამაყრის ქათქათა ზამთარმა". წიგნის ბოლოთქმა, სახელად "სულის პეპელა" დაწერა რედაქტორმა მიხო მოსულიშვილმა, რომელმაც აგრეთვე შეარჩია გოდერძი ჩოხელის 164 ნოველა. წიგნი გამოიცა "გრიგოლ ხანძთელის ფონდის" მიერ.
პრეზენტაციასთან ერთად ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში მოეწყობა გოდერძი ჩოხელის მოკლემეტრაჟიანი ფილმის ჩვენება, აგრეთვე პირადი ნივთების, წერილებისა და ხელნაწერების გამოფენა.
მასალის გამოყენების პირობები