,,ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერნატორის ზურაბ ჭიაბერაშვილის სასამართლო პროცესი ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება.
ყოფილი პრემიერის ადვოკატები აღკვეთის ღონისძიების შეცვლას ითხოვენ და პროცესზე პატიმრობის შეცვლის შესახებ შუამდგომლობას დააყენებენ.
მერაბიშვილის ადვოკატების განცხადებით დასაქმებისა და ე.წ. კვარიათის აგარაკის საქმეებზე გამოძიება დასრულებულია და მათი დაცვის ქვეშ მყოფის პატიმრობაში ყოფნის აუცილებლობა აღარ არსებობს.
,,სასამართლოს წინაშე შუამდგომლობას დავაყენებთ, რომ ვანო მერაბიშვილის მიმართ პატიმრობა, როგორც აღკვეთის ღონისძიება უფრო მსუბუქი აღკვეთისა ღონისძიებით შეიცვალოს, ან საერთოდ გაუქმდეს ეს ღონისძიება", -აცხადებს ვანო მერაბიშვილის ადვოკატი ოთარ კახიძე.