25 სექტემბერს 12:00 საათზე სასტუმროში Holiday Inn-ში ბიზნეს და ეკონომიკური მედიის პროფესიული განვითარების პროექტის (Economic and Business Media Capacity Building Project - EBMCB) პრეზენტაცია გაიმართება.
პროექტის მთავარ მიზანს წარმოადგენს ეკონომიკური და ბიზნეს ჟურნალისტიკის დამოუკიდებლობის ხარისხის გაუმჯობესება თემატიკაზე მომუშავე მედია გუნდის შექმნის და პროფესიული განვითარების ხელშეწყობის გზით.
კონკურსის შედეგად შეირჩა ჯურნალისტთა გუნდი, რომელიც დაკომპლექტებულია ტელე, რადიო, ონლაინ და ბეჭდური მედიის წარმომადგენლებისაგან. ჟურნალისტები დაესწრებიან მოკლევადიან ინტენსიურ სემინარს თემებზე: ეკონომიკურ მონაცემთა აღქმა, ანალიზი და ინტერპრეტირება; წარმატების ისტორიების პროფესიონალური გაშუქება.
ამასთანავე ექსპორტის განვითარების ასოციაცია გამართავს კვარტალურ ბრიფინგებს ეროვნული მაკრო-ეკონომიკური სტატიკის გამოქვეყნებისთანავე, სადაც მედია გუნდს საშუალება მიეცემა პროფესიონალურ დონეზე განიხილოს ეკონომიკური მოვლენები სპეციალურად მოწვეულ ეკონომიკურ ექსპერტებთან, სამთავრობო და დიპლომატიური კორპუსის მაღალჩინოსნებთან. მედია გუნდისთვის, ასოციაციის მიერ ყოველკვარტალურად ორგანიზებულ შეხვედრებზე მოწვეულნი იქნებიან მეწარმეები, ბიზნესმენები. ჟურნალისტებს საშუალება მიეცემათ გააშუქონ წარმატების რეალური ისტორიები.
პროექტი შესაძლებლობას მისცემს ჟურნალისტებს გაზარდონ ბიზნეს და ეკონომიკის სფეროში წამყვან რესპონდენტთა საურთიერთო წრე, გახდნენ ექსპორტის განვითარების ასოციაციის საპატიო წევრები და ექსკლუზიური პირობებით მიიღონ ინფორმაცია ბიზნეს და ეკონომიკური სიაახლეების შესახებ. მედია გუნდი ასევე ხელს შეუწყობს მოსახლეობის მიერ ქვეყანაში მიმდინარე ეკონომიკური მოვლენების ობიექტურ გაშუქებას.
მასალის გამოყენების პირობები