დედოფლისწყაროში მომხდარი ავტოავარიის შედეგად მეოთხე კლასის მოსწავლე დაშავდა. არსებული ინფორმაციით, დაზარალებულ 10 წლის გოგონას ავტომანქანა სკოლიდან სახლისკენ მიმავალ გზაზე ქვეითად გადაადგილებისას დაეჯახა.
შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა სხეულის სხვადასხვა სახის დაზიანებები მიიღო და მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა გახდა საჭირო.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდქსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის წესის დარღვევას, რამაც სხეულის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია, გულისხმობს.