საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან ინციდენტი მოხდა. ორ ურთიერთდაპირისპირებული აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური და სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
ინციდენტი კოალიცია „ევრაზიული არჩევანის" მიერ გამართულ აქციაზე „თავისუფალი ზონის" წევრების გამოჩენას მოჰყვა.
„თავისუფალი ზონის" წევრებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენის მსურველთა აქცია მოღალატეები უწოდეს და მავთულხლართები გაუბეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.