30 სექტემბერს, 19:00 საათზე, ბათუმის ხელოვნების ცენტრში თუმანიშვილის კინომსახიობთა თეატრი გასტროლს გამართავს.
რეჟისორი გიორგი სიხარულიძე სპექტაკლს "ბალადა ვეფხისა და მოყმისა" წარმოადგენს. მონაწილეობენ მზია არაბული, გუგა კახიანი, ანა მატუაშვილი, გაგი შენგელია, ვეკა პირმისაშვილი, ნათია მეტრეველი, ნანუკა კუპატაძე, ნინო იაშვილი, ანა-მარია გურგენიშვილი, სალომე დიდიძე, სალომე ცუხიშვილი, გვანცა ენუქიძე.
გასტროლის მხარდამჭერია ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრი.