1 ოქტომბერს, 18:00 საათზე, ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორიის დიდ დარბაზში პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი კონცერტით გაიხსნება.
კონცერტში მონაწილეობენ: სოლისტი- ალბერტო ნოზე (იტალია), დირიჟორი გოგი ჭიჭინაძე (საქართველო). თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი "საქართველოს სიმფონიეტა".
პიანისტთა სდაერთაშორისო კონკურსის ფარგლებში მასტერკლასებს გამართავენ: ალბერტო ნოზე (იტალია); რამაზი იასა (ეგვიპტე /საფრანგეთი); მარტა სოშინსკა (პოლონეთი/გერმანია); ოქსანა იაბლონსკაია (აშშ); ნორმა ფიშერი (დიდი ბრიტანეთი); როლფ-დიტერ არენსი (გერმანია); ჩუნგ-მო კანგი (სამხრეთ კორეა) და ტერეზ დიუსო (საფრანგეთი).
პიანისტთა თბილისის V საერთაშორისო კონკურსი 14 ოქტომბერს ლაურეატთა გალა კონცერტით დაიხურება.
პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი პირველად ჩატარდა 1997 წლის ოქტომბერში. 2002 წლიდან პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსი მუსიკოს-შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსების ფედერაციის წევრია. ტარდება ოთხ წელიწადში ერთხელ. კონკურსის პროგრამა ითვალისწინებს გამარჯვებულების გამოსავლენად შესარჩევი და დასკვნითი ტურების ჩატარებას, ახალგაზრდა მუსიკოსებისათვის მასტერკლასებს. ჟიურის წევრებად მოწვეულნი არიან საერთაშორისო დონის მუსიკოსები.
მასალის გამოყენების პირობები