ხობის რაიონში, სოფელ მეორე გურიფულში ყულუების ოჯახი დააყაჩაღეს. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით საცხოვრებელ სახლში ორი ნიღბიანი შეიარაღებული პირი შეიჭრა და ოჯახის წევრებისაგან ფული და ძვირფასეულობა მოითხოვა.
თავდამსხმელებმა 83 წლის ოჯახის უფროსი, მისი მეუღლე და მათი მომვლელი საწოლზე მიაბეს და ძვირფასეულობასთან ერთად, 4500 ლარი გაიტაცეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, ერთ-ერთი თავდამსხმელის ვინაობა უკვე ცნობილია.
მოხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, ყაჩაღობის მუხლით მიმდინარეობს.