საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლოს" ტერიტორიაზე სომხეთის რუსეთის ფედერაციის სახ. ნომრის მქონე სატვირთო მანქანა შემოვიდა, რომელსაც სომხეთის მოქალაქე რომან ა. მართავდა. სატრანსპორტო საშუალების დათვალიერებისას არადეკლარირებული საქონელი, კერძოდ: არაყი 96 ბოთლი (0,5 ლ.) კონიაკი 36 ბოთლი (0,5 ლ.) ბროწეულის ღვინო 20 ბოთლი (1,5 ლ.) ყურძნის ღვინო 22 ბოთლი (1,5 ლ.) ყავა 1500 ცალი (161 კგ.) გამოვლინდა. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, არადეკლარირებული საქონლის ღირებულებამ 5033,55 ლარი შეადგინა .
სომხეთის მოქალქე რომან ა. სსკ 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის საფუძველზე, 5033,55 ლარით დაჯარიმდა.