ს.გ.პ. ,,ნინოწმინდა"-ს ტერიტორიაზე სომხეთიდან სომხეთის მოქალაქე ნარინე მ. შემოვიდა. შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამსრომლებმა საბაჟო პროცედურების განხორციელებისას, მოქალაქეს სხეულზე დამალული 79 კოლოფი სიგარეტი აღმოუჩინეს.
22 სექტემბერს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „სადახლოს", ტერიტორიაზე სომხეთიდან მომავალი, სომხეთის რესპუბლიკის სახელმწიფო ნომრის მქონე სამგზავრო მიკრო ავტობუსის დათვალიერებისას, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ტიგრან გ. მართავდა, სემოსავლების სამსახურის თანამშრომლებმა 180 კოლოფი სიგარეტი აღმოაჩინეს.
სომხეთის მოქალაქეები ნარინე მ. და ტიგრან გ. სსკ- ის 289-ე მუხლის მე- 14 ნაწილის შესაბამისად, ათას-ათასი (1000) ლარით დაჯარიმდნენ.
მასალის გამოყენების პირობები