შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ლევან იზორია, საპარლამენტო უმცირესობის წევრის ჩიორა თაქთაქიშვილის მიერ ჩატარებულ ბრიფინგზე, „პოლიციის შესახებ" კანონპროექტზე საუბრობს. იზორიას თქმით, ჩიორა თაქთაიშვილი არის მატყუარა პოლიტიკოსი და ის ხალხზე მანიპულირებს.
„სამი საკითხი, რომელზეც მან ბრიფინგი გამართა „პოლიციის შესახებ" კანონზე სამივე მოიტყუა. გამოდის, რომ ის არის მატყუარა და ხალხის შეცდომაში შეყვანა სურს, რაც მას არ გამოუვა. მინდა ვუთხრა ქალბატონ თაქთაქიშვილს, თავი დაანებოს ცრუ თემებზე ბრიფინგების ჩატარებას და დეპუტატებთან ერთად იმსჯელოს აღნიშნულ კანონპროექტზე,"- განაცხადა იზორიამ.
იზორიამ თქვა ისიც, რომ „ნაციონალური მოძრაობის" მმართველობის პერიოდში ყოველ წელს 4 000-ზე მეტს პოლიციელს ათავისუფლებდნენ, ხოლო დღევანდელი ხელისუფლების პერიოდში ის 1 %-საც არ წარმოადგენს.
შეგახსენებთ, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ" „პოლიციის შესახებ" კანონი შემაშფოთებლად შეაფასა და „ადამიანის უფლებათა დაცვის" კომიტეტს პროტესტის ნიშნად არ დაესწრნენ.