ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის ეკა ბესელია განცხადებით, ისინი "პოლიციის შესახებ" კანონპროექტის სახით იღებენ რევოლუციურ და სრულიად ახალ კანონპროექტს, რომლის მიხედვითაც, ბესელიას თქმით, პოლიცია იქნება ნეიტრალური ფიგურა და ის პოლიტიკურ პროცესებში აღარ ჩაერევა.
"ჩვენ ვიღებთ ახალ და ძალიან კარგ, სრულიად შეცვლილ და ვიტყოდი, რევოლუციურ კანონს "პოლიციის შესახებ", რომლითაც ყველა მანკიერება, ის ხარვეზი, ის შეუსაბამობა და სრულიად დისკრიმინაციული და სახიფათო ჩანაწერები, რომლებიც არსებობს მოქმედ კანონში, იცვლება ახალი პრინციპებით, სადაც წერია რომ პოლიცია იქნება პოლიტიკურად ნეიტრალური და ის პოლიტიკურ პროცესებში არასოდეს ჩაერევა, რომ პოლიციელებს ექნებათ სახელმძღვანელო პრინციპი, რომლის მთავარი მიზანი ეს არის უფლებების დაცვა, პრევენცია, დანაშაულის თავიდან აცილება. გონივრული ეჭვი, რომელიც იყო კრიტიკის საგანი, უქმდება და მის ნაცვლად შემოდის ისეთი ტერმინი, როგორიც არის პირის მოწვევა, ან შემოწმება მხოლოდ იმ შემთხვევებში, როდესაც არსებობს დასაბუთბული გარემოებები, ფაქტობრივი ინფორმაცია, რომ ამ პირის მიმართ საჭიროა კონკრეტული ღონისძიებების გატარება და ერთიან სისტემაში ძალიან კარგად ლაგდება ეს კანონი",- ამბობს ბესელია.
ცნობისთვის აღნიშნული კანონპროექტის მიხედვით, პოლიციელთა ასაკის ზედა ზღვარი 35 წელი იხსნება.