გორის რაიონის სოფელ შინდისში მომხდარი მკვლელობა უკვე გახსნილია.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, მკვლელობის გახსნა მომხდარიდან რამდენიმე საათში მოხდა.
ცნობისთვის, გორის რაიონის სოფელ შინდისში 36 წლის მამაკაცს ყელი წუხელ, გვიან ღამით გამოჭრეს.
არსებული ინფორმაციით. გარდაცვლილის ცხედარი ადგილობრივებმა დღეს, გამთენიისას სოფლის გზიდან ოდნავ მოშორებით ტყესთან აღმოაჩინეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.