გორის რაიონის სოფელ შინდისში 36 წლის მამაკაცს ყელი გამოჭრეს.
არსებული ინფორმაციით. გარდაცვლილის ცხედარი ადგილობრივებმა დღეს, გამთენიისას სოფლის გზიდან ოდნავ მოშორებით ტყესთან აღმოაჩინეს.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, მომხდარზე უკვე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.