იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა TV-3-ის გადაცემა ,,დიდ პოლიტიკაში" ის მიზეზები განმარტა რის გამოც იუსტიციის ყოფილი მინისტრი ზურაბ ადეიშვილი ინტერპოლის წითელი ცირკულარით არ იძებნება. როგორც წულუკიანმა განმარტა იმისთვის, რომ პირზე წითელი ცირკულარით ძებნა გამოცხადდეს გარკვეული დრო სჭირდება.
,, ინტერპოლი არ არის საქართველოს რომელიმე სამინისტროს ნაწილი, იგი არის საერთაშორისო პოლიციური დაწესებულება, რომლის ფარგლებში თანამშრომლობენ სხვადასხვა ქვეყნები მათ შორის საქართველო. იმისთვის, რომ ვინმე ცირკულარში მოხვდეს ვინმეს ჩასმა, ამას აქვს თავისი ვადები და ძალიან ხანგრძლივი და რთული პროცედურები. გაიხსენეთ როდის დაიდო დაპირება მელნიკოვის შესახებ, რომ ის დაბრუნდებოდა საქართველოში, ეს პროცედურა ათი თვე გაგრძელდა. ინტერპოლს სჭირდება კონკრეტული მტკიცებულებები და ამის შეგროვებამ მელნიკოვის შემთხვევაშიც ამდენი დრო წაიღო და ამაზე ბევრი იმუშავა არჩილ კბილაშვილის უწყებამ და მელნიკოვი შსს ერთად, რომელიც თანამშრომლობს ინტერპოლთან სულ რამდენიმე დღის წინა ეს მივიდა ლოგიკურ დასასრულამდე. იგივე აქტიური მუშაობა მიდის ადეიშვილთან დაკავშირებით და არა მხოლოდ მასზე", _განაცხადა წულუკიანმა.
შეგახსენებთ, რომ გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბ ადეიშვილი ბუდაპეშტში იმყოფებოდა თავის გუნდის წევრებთან ერთად სისხლის სამართლის კოდექსზე მუშაობს.