5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მეიდანზე თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში ოთო ნემსაძე კონცერტს გამართავს.
კონცერტზე გაიმართება ოთო ნემსაძის ალბომის „ფიქრების ზღვა" პრეზენტაცია. ალბომში შესულია ოთარ რამიშვილის 10 საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები, ასევე
ოთარ რამიშვილთან ბოლო დუეტი სიმღერაზე „თოვლი", რომელიც დამატებით ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა.
კონცერტზე გარდა ალბომში შესული 11 მუსიკალური ნაწარმობისა ოთო ნემსაძე შეასრულებს დუეტებს ცნობილ მომღერლებთან ერთად.
ოთარ რამიშვილის საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებები მუსიკოსმა ზვიად ბოლქვაძემ მიუსადაგა.
აღსანიშნავია, რომ ოთო ნემსაძე რუსთავი 2-ის მუსიკალური პროექტის „ჯეოსტარის" გამარჯვებულია. პროექტის გენერალურმა სპონსორმა „ჯეოსელმა" ოთოს სადებიუტო ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ალბომის ჩაწერას და გამოცემას მუსიკალური ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსი" ახორციელებს.