იტალიის სამართალდამცავებმა რუსი კოლეგების ინფორმირება მოახდინეს იმის შესახებ, რომ შვიდი ე.წ. კანონიერი ქურდი საერთაშორისო ძებნაში გამოაცხადეს. იტალიელი სამართალდამცავები ასევე აცნობებენ რუსულ მხარეს, რომ საერთაშორისო ძებნაში გამოცხადებულთა უმრავლესობა შესაძლოა რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებოდეს. ინფორმაციას ამის შესახებ რუსული მედია ავრცელებს.
იტალიის სამართალდამცავების მიერ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა შემდეგ კრიმინალებზე: როვშან ჯანიევზე (როვშან ლენკორანსკი), ჯემალ მიქელაძეზე (ჯემო), კობა ახვლედიანზე (კობა), ლაშა ნიჟარაძეზე (ლაშა წყალტუბსკი), კახა მაკალათიაზე (კახა), კახაბერ ფარფალიაზე (კახა გალსკი), რამაზ ჯინჭარაძეზე (რამაზ ტბილისკი) და კრიმინალურ ე.წ. ავტორიტეტზე დავიდ კაზარიანზე (დონ პიპო).
კარაბინიერების ინფორმაციით, „კანონიერი ქურდები" და „ავტორიტეტი" თანამონაწილენი არიან მკვლელობებში, ორგანიზებულ- დანაშაულებრივი დაჯგუფებებში მონაწილეობისა და ფულის გათეთრებაში. იტალიელები აცხადებენ, რომ ზემოჩამოთვლილ კრიმინალთა უმრავლესობა შესაძლო რუსეთს ტერიტორიაზე იმყოფებოდეს და სთხოვენ რუს კოლეგებს მათზე ინფორმაციის მიწოდებას.
ოპერატიული სამსახურის მონაცემებით, ამჟამად დაზუსტებით მხოლოდ ის შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე იმყოფებიან ლაშა ნიჟარაძე და ჯემალ მიქელაძე, რომლებიც 2013 წელს დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ მანამ ვიდრე იტალიიდან რუსეთში აღნიშნული შეტყობინება მიდიოდა, საფრანგეთში ამ ნუსხის ერთ-ერთი ფიგურანტი რამაზ ჯინჭარაძე დააკავეს.