პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძის განცხადებით ქართულ მხარეს გარანტია აქვს მიღებული, რომ სოჭის ოლიმპიადაზე ე.წ.სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მონაწილეობას არ მიიღებს.
,,ჩვენ გვაქვს მყარი გარანტია იმის, რომ არც აფხაზეთი და არც ე.წ. სამხრეთ ოსეთი სოჭის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას არ მიიღებენ. სახვათა შორის ამის შესახებ ანქვამბაც განაცხადა. ჩემი და კარასინის შეხვედრის წინ ჟურნალისტმა, თუ რაღაც ასოციაციამ დააფიქსირა სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი მონაწილე მხარეებად. ამის შემდგომ გადაიდგა შესაბამისი ნაბიჯები, ჩვენმა ოლიმპიურმა კომიტეტმა მიმართა მსოფლიო ოლიმპიურ კომიტეტს და ვფიქრობ, ეს კოლიზია მოიხსნება. ყოველ შემთხვევაში ოლიმპიური კომიტეტის არცერთ ვებ-გვერდზე აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მონაწილეებად არ ფიგურირებენ. ამას თეორიულადაც კი ვერ დაუშვებთ", -განაცხადა ჟურნალისტებთან შეხვედრისას ზურაბ აბაშიძემ.