გომბორის უღელტეხილზე, უჯარმის ციხესთან მომხდარი ავტოავარიის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა. ერთმანეთს ,,მერსედესის" მარკის ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტომანქანიდან გარდაცვლილების გადმოსაყვანად სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო.
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ხუთი მგზავრი, მათ შორის სამი მცირეწლოვანი ბავშვი, რომლებიც კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადმოიყვანა.
ხუთივე დაშავებულის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურად მძიმეა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.
მასალის გამოყენების პირობები