წეროვანთან, აღმოსავლეთ-დასავლეთ საქართველოს დამაკავშირებელ ცენტრალურ ავტობანზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად 11 ადამიანი დაშავდა და 1 გარდაიცვალა.
არსებული ინრომაციით, ჯერ-ჯერობით დაუზუსტებელი მიზეზით, წუხელ, გვიან ღამით ერთმანეთს საპირისპირო მიმართულებით მოძრავი ორი მიკროავტობუსი შეეჯახა.
ავარიის შედეგად დაშავებული 12-ივე მგაზვრი მცხეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათგან ერთ-ერთს სიციცხლისთვის შეუთავსებელი დაზიანებები აღენიშნებოდა და იგი სამედიცინო დაწესებულებაში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.
"12 პაციენტი იქნა გამოყვანილი. აქედან ერთი იყო 1 წლის და 4 თვის ბავშვი და იგი გადაყვანილ იქნა იაშვილის სახელობის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში. დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, ზოგი ბინაზე გაეწერა, ზოგი მკურნალობას აგრძელებს,"- განაცხადა "ნიუჰოსპიტალის" ექიმმა.
მომხდარზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. ავარიის გამომწვევ მიზეზებს სამართალდამცველები ადგენენ.