თბილისის 21-ე და 53-ე საჯარო სკოლებში ასაფეთქებელი ნივთიერებების არსებობის თაობაზე შეტყობინება ცრუ აღმოჩნდა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტში განუცხადეს, აღნიშნულ სკოლებში განაღმვითი სამუშაოები უკვე დასრულებულია და 112-ში შესული შეტყობინების ავტორების დაგენა მიმდინარეობს.
წინასწარი ინფორმაციით, სკოლებში ასაფეთქბელი ნივტიერებების არსებობის შესახებ განხორციელებული შეტყობინებების ავტორი ერთი და იგივე პირია.
ცნობისთვის, თბილისის 53-ე და 21 სდაჯარო სკოლებში ევაკუაცია დღეს დაახლოებით 10:00 საათზე გამოცხადდა. ამის მიზეზი შინაგან საქმეთა სამინისტროს 112-ის სამსახურში შესული შეტყობინებები გახდა, რომლებიც აღნიშნულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში ასაფეთქებელი მოწყობილობების არსებობას ეხებოდა.
53-ე საჯარო სკოლის დირექტორის მარიამ რამინაშვილის განცხადებით, სასწავლო დაწესებულებასთან სამართალდამცველები მეორე გაკვეთილის დაწყებისას, დაახლოებით, 10:05 საათზე გამოჩნდნენ და ადმინისტრაციას შენობის სრულად დაცლა მოსთხოვეს.
"სკოლაში არსებული ევაკუაციის გეგმის მიხედვით, დაახლოებით 7 წუთში მშვიდად, ინციდენტების გარეშე 1 800 მოსწავლის ევაკუირება მოვახდინეთ. პროცესს არავითარი გარტულება არ მოჰყოლია. პრიონციპში, ზუსტად ვარ დარწმუნებული, რომ ესეც მორიგი ცრუ განგაშია, თუმცა როდესაც საქმე ბავშვებს და სკოლას ეხება, აუცილებელია მსგავს შემთხვევაში გასატარებელი ყველა წესი ზუსტად დაიცვა,"- განაცხადა მარიამ რამინაშვილმა.