იპოდრომის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძრის ჩაქრობას 15 წუთი დასჭირდა. გუშინ საღამოს გაჩენილი ცეცხლის შედეგად, აღნიშნიულ ტერიტორიაზე  დაახლოებით, 3 000 კვადრატული მეტრის ფართობი და მასთან არსებული ხეები დაიწვა. 
საგანგებო სიტუაციების სამსახურის ოპერატიული სამსახურის მთავარი სპეციალისტის განცხადებით, ცეცხლის გამომწვევი მიზეზი მოსახლეობის დაუდევრობა გახდა.